logo_geo
eng_logo
ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ საგარეო ვალის საშინაო ვალით ჩანაცვლებას კურსზე გავლენა არ აქვს
- +

26 სექტემბერი. 2019. 13:04

 

„ზოგიერთი ეკონომისტი ხაზს უსვამს, რომ საგარეო ვალის ჩანაცვლება საშინაო ვალით ლარზე ზეწოლას წარმოადგენს, რაც სწორი არ არის“,  – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისივე თქმით, საგარეო ვალისა და საშინაო ვალის შემთხვევაშიც ლართან დაკავშირებით ერთნაირ ვითარებას ვიღებთ და მას კურსზე გავლენა არ აქვს და ვერ ექნება.

 

რაც შეეხება ხარჯის სტრუქტურულ ცვლილებას, მინისტრის თქმით, მსხვილი პროექტები საერთაშორისო, და დონორი ორგანიზაციებიდან დაფინანსება.

 

„რაც შეეხება მეორე ნაწილს, რომ ამ ვალის უკან დგას ხარჯის სტრუქტურის ცვლილება, აქ შეიძლება ვისაუბროთ, რომ ვთქვათ, პროექტები, რომელიც საგარეო ვალით ფინანსდება, ცოტა გვიანდება და ხდება მათი ჩანაცვლება ადგილობრივი პროექტებით ან ისეთივე დიდი მნიშვნელობის პროექტები, რომლებიც არ არის ნაგულისხმევი, საერთაშორისო, დონორ ორგანიზაციებიდან დაფინანსება“, – განაცხადა მინისტრმა.

 

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებების პროექტის მიხედვით, 2019 წლის ბოლომდე სახელმწიფო დაგეგმილი 500 მილიონი ლარის ნაცვლად, 900 მილიონი ლარის საშინაო ვალს აიღებს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner