ახალგაზრდა გოგონა, რომელიც რამდენიმე საათის წინ ყოფილმა მეუღლემ სასიკვდილოდ დაჭრა, გარდაიცვალა.
ექიმებმა რამდენიმესაათიანი მცდელობის მიუხედავად, ქალის გადარჩენა ვერ შეძლეს.
შემთხვევა რამდენიმე საათის წინ ისანში, გარეკახეთის ქ. #9-ში მდებარე სასტუმროს წინ მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ინციდენტს წინ კამათი და ჩხუბი არ ახლდა. მამაკაცი სასტუმროში მივიდა, ქალბატონი შენობის გარეთ გაიყვანა და რამდენჯერმე ესროლა.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.