„პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი თამაზ მეჭიაურს და მის გუნდს წარმატებას უსურვებს.
„წარმატებას ვუსურვებ თამაზ მეჭიაურს და მის გუნდს, სადაც ბევრი ჩემი მეგობარია გაერთიანებული.
ვისაც ჩვენი ქვეყნისთვის სიკეთე უნდა... ვინც სკამისთვის კი არა, უკეთესი მომავლისთვის იბრძვის... ყველამ უნდა შეიტანოს წვლილი საქართველოს განვითარებაში.
წარმატებებს გისურვებთ."- აღნიშნავს ინაშვილი.
თამაზ მეჭიაურის ახალ პარტიაში დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბრეგაძე, კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი, „ქართული ოცნების" ახალგაზრდული გუნდის დამფუძნებელი დავით ფაცაცია, ჟურნალისტი ლალი მოროშკინა, ფონდ „ქომაგის" დამფუძნებელი ია მეტრეველი გაწევრიანდებიან.
თამაზ მეჭიაურის პარტიის სახელწოდება „ერთიანი საქართველოსთვის" იქნება.