logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილსა და ანგელა მერკელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
- +

6 ივნისი. 2016. 21:55



საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კანცლერს გერმანიაში მომხდარი წყალდიდობის დროს  დაღუპულთა გამო მიუსამძიმრა.


ორი ქვეყნის ლიდერის საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევროპული ინტეგრაცია იყო. პრემიერ-მინისტრმა საუბრისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით და დროულად დასრულების მნიშვნელობას. ამ და სხვა საკითხებს ქართული და გერმანული მხარეები გერმანიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში განიხილავენ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner