logo_geo
eng_logo
ტყიბულის შახტების მართვა, შესაძლოა, ახალმა კომპანიამ ჩაიბაროს
- +

26 სექტემბერი. 2019. 18:33

 

ტყიბულის შახტების მართვა, შესაძლოა, ახალმა კომპანიამ ჩაიბაროს. ამის შესახებ მეშახტეებს ტყიბულში მყოფმა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განუცხადა.

 

ნათია თურნავას თქმით, გამოჩნდა კომპანია, რომელსაც შახტების მართვის გამოცდილება აქვს. მინისტრი კომპანიის სახელწოდებას არ აკონკრეტებს, თუმცა, ამბობს, რომ კომპანია ქართულია.

 

ნათია თურნავა მეშახტეებს მინდელის სახელობის შახტში ხვდება.

 

კუთვნილი ხელფასების დარიცხვასთან ერთად, მეშახტეები ხელისუფლებისგან ითხოვენ კონკრეტულ პასუხს კითხვაზე -  რა ელოდება მომავალში ტყიბულს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner