logo_geo
eng_logo
რუსეთმა სირიის ტერიტორიაზე ავიადარტყმები შეწყვიტა
- +

27 თებერვალი. 2016. 14:55


რუსეთის გენშტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსმა სერგეი რუდსკოიმ განაცხადა, რომ რუსეთმა სირიის ტერიტორიაზე ავიადარტყმები შეწყვიტა.



გაერო- უშიშროების საბჭოს რეზოლუციის ძალაში შესვლის გათვალისწინებით, რაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსულ-ამერიკული შეთანხმების მხარდაჭერას ითვალისწინებს, ასევე დარტყმების მიტანისას შესაძლო შეცდომების გამორიცხვის მიზნით, დღეს, 27 თებერვალს, სირიის ტერიტორიაზე რუსული საბრძოლო ავიაციის ფრენები არ ხორციელდება", - განაცხადა სერგეი რუდსკოიმ.



რუსეთის გენშტაბის ცნობით, სიტუაცია მთელ სირიაში რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების სრული კონტროლის ქვეშაა.



თავის მხრივ, სირიაში დისლოცირებულ რუსულ ავიაბაზა „ჰმეიმიმის" შერიგების ცენტრის ხელმძღვანელმა სერგეი კურალენკომ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დაცვის კონტროლი 70 უპილოტო საფრენი აპარატის საშუალებით ხორციელდება.



რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის საბრძოლო მოქმედებები შეწყვეტილია სირიის 34 დასახლებულ პუნქტში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner