logo_geo
eng_logo
ჰანს-პეტერ ული: საქართველო არც ვიზალიბერალიზაციის ღირსია და არც NATO-ს წევრობის!
- +

6 ივნისი. 2016. 22:48



საქართველოდან გერმანიაში სულ უფრო მეტი ბანდიტები შემოდიან, თუმცა, ამის მიუხედავად, ევროკავშირს სურს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი დააწესოს. გერმანიაში კი ამ სავარაუდო გადაწყვეტილებისადმი წინააღმდეგობა იზრდება", - ასე იწყება გაზეთ „ბილდ"-ში გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც ვიზა-ლიბერალიზებასთან დაკავშირებული სიტუაციაა მიმოხილული და გერმანელი ექსპერტების კომენტარებია გადმოცემული (ავტორი - ფრანც ზოლმს-ლაუბახი).



საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი" გთავაზობთ სტატიის რეზიუმეს:


როგორც გერმანელი ექსპერტები ამბობენ, ევროკომისიისაგან განსხვავებით, უპირველეს ყოვლისა, გერმანიამ ყურადღება უნდა მიაქციოს იმ პრობლემას, რომელსაც ქვეყანას ქართველებს შორის დამნაშავეობის მაღალი დონე უქმნის. ექსპერტ არმინ შუსტერის აზრით (ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი): „ქართველი იმიგრანტები, სხვებისაგან განსხვავებით, ძალიან ღრმად არიან ჩაბმულნი ორგანიზებულ დამნაშავეობაში. ახლა რომ ჩვენ უვიზო რეჟიმი შემოვიღოთ, კრიმინალური სიტუაცია კიდევ უფრო გაურესდება". არმინ შუსტერი პოლიციის ოფიცერია და მიიჩნევს, რომ ქართველი ბანდიტების შეჩერება და გერმანიაში ბინების ძარცვის რაოდენობის დაკლება მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი.


პუბლიკაციიის ავტორი სარგებლობს ფედერალური სისხლის სამართლის პოლიციის სტატისტიკური მონაცემებით, რომელთა თანახმად, გასულ 2015 წელს გერმანიაში მომხდარი ძარცვის 167 ათასი ფაქტიდან ყველაზე მეტი „ქართულმა მაფიოზურმა დაჯგუფებების წევრებმა" ჩაიდინეს. ბილდის" კორესპონდენტთან საუბარში პოლიციის წარმომადგენელი ანდრე შულცი ამბობს, რომდამნაშავეთა უკან ქართული მაფიის მოქმედება იკვეთება, რომელიც გერმანიაში ქურდებს მიზანმიმართულად აგზავნის. აქ ჩამოსვლის შემდეგ ისინი თავშესაფრის მიღებას ითხოვენ და სანამ მათი თხოვნა იხილება (8-12 თვის განმავლობაში), ქურდობენ და დანაშაულს სჩადიან. იგივე მოქმედებით არიან დაკავებულნი აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებიდანაც ჩამოსული პირებიც... გერმანია ქურდებისა და ბინის მძარცველებისათვის სამოთხის მსგავსი მიმზიდველი ქვეყანაა. ჩვენ ევროპის ყველაზე მდიდარი ქვეყანა ვართ და ეს ფაქტორი უცხოელ ქურდებზე მაგნიტივით მოქმედებს".

 

ექსპერტი ჰანს-პეტერ ული (ქრისტიან-სოციალური კავშირი) თავის მსჯელობაში კიდევ უფრო შორს მიდის და აცხადებს, რომ საქართველო ნატოში მიღების ღირსიც არ არის: „ამჟამად [საქართველოსთვის] უვიზო რეჟიმი და ნატოს წევრობა ნაადრევია. ვიზა-ლიბერალიზება უკონტროლო მიგრაციის ზრდას გამოიწვევს, მომრავლდება თავშესაფრის მსურველთა რიცხვი, გაიზრდება დამნაშავეობის დონე, ნატოში მიღება კი რუსეთთან დაპირისპირებას გამოიწვევს", - ამბობს იგი.


სტატიის დასასრულს ავტორი ეხება NATO -რუსეთის ურთიერთობასა და ვარშავის სამიტის მნიშვნელობას, რომლის დროსაც ალიანსი აღმოსავლეთ ევროპაში და ბალტიის ქვეყნებში განმტკიცებას გეგმავს: რუსეთი ამ პროექტს მწვავედ აკრიტიკებს და საკუთარი უშიშროების საფრთხედ აღიქვამს. მოსკოვი ნატო-საქართველოს ინტეგრაციასაც ამ კუთხით განიხილავს", - ნათქვამია სტატიაში.


http://www.bild.de/


http://www.newspress.ge/



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner