logo_geo
eng_logo
სოფიო ქაცარავა: ჩვენი ამოცანაა, ესკალაციის ფონზე გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მივიღოთ ის შედეგები, რაც ქვეყნის ინტერესებისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი
- +

27 სექტემბერი. 2019. 10:53

 

 

„საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, ჩვენი ამოცანაა, ესკალაციის ფონზე გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მივიღოთ ის შედეგები, რაც ქვეყნის და მოქალაქეების  ინტერესებისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“, - ასე აფასებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრას გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფორმატში.

 

„აქედან გამომდინარე, საინტერესოდ იქნა მიჩნეული შვეიცარიის მხრიდან შემოთავაზება, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში რუსულ მხარესთან შეხვედრის შესახებ. ჩვენ არ ვაჩენთ მაღალ მოლოდინებს.

 

როგორც ვამბობდით, ჩვენ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში გვჭირდებოდა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა და ამ ნაბიჯშიც მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა გვიდგას მხარში. ზუსტად ამგვარი მოქმედებების შედეგია შეხვედრა რომელიც შედგა. ჩვენი ხელისუფლება პასუხისმგებლიანი და ადეკვატურია სწორედ იმ თანმიმდევრული მოქმედებების გამო, რაც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას ისახავს მიზნად“, - აცხადებს სოფიო ქაცარავა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner