ნეიროქირურგია ქირურგიის დარგია, რომელიც სწავლობს ნერვული სისტემის დაავადებებს, დაზიანებებსა და შესაბამისად, ამ პათოლოგიების ქირურგიული გზით მკურნალობის მეთოდებს.
რა უნდა იცოდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნეიროქირურგიის დეპარტამენტის შესახებ?
კლინიკაში ტარდება ყველა სირთულის ნეიროქირურგიული ჩარევა, რაც კი კეთდება მსოფლიოს წამყვან კლინიკებში, მაგალითად, დეპარტამენტი გთავაზობთ ოპერაციებსა თუ მცირეინვაზიურ ჩარევებს ენდოვასკულური მეთოდით შემდეგი დაავადებებისა და პათოლოგიების დროს:
ულტრათანამედროვე აპარატურა
ნეიროქირურგიულ პათოლოგიათა სადიაგნოსტიკოდ კლინიკაში წარმოდგენილია ყველა სერვისი:
1. თავის შიდა და გარე სისხლძარღვების დუპლექს სკანირება;
2. ანგიოკონტრასტული კომპიუტერული ტომოგრაფია;
3. მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია;
4. კატე პერფუზია (კომპიუტერული ტომოგრაფია პერფუზიით);
5. მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია DVI;
6. რენტგენოგრაფია;
7. ცერებრული ანგიოგრაფია;
8. ელექტრომიოგრაფია.
მკურნალობა თანამედროვე მეთოდებით
დეპარტამენტი აღჭურვილია უნიკალური ბიპლან ანგიოგრაფით. SHIMADZU–ს ორმკლავიანი ანგიოგრაფი Trinias B12 ექსკლუზიურია რეგიონში და უნიკალური ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა.
ანგიოგრაფი ზედმიწევნით აკმაყოფილებს ენდოვასკულური ნეიროქირურგიის მოთხოვნებს. მისი უპირატესობაა 2 მკლავი, რომელიც შეუცვლელია ამ ტიპის ჩარევების დროს გამოსახულების მაქსიმალური ხილვადობის მისაღწევად. ანგიოგრაფის გამოყენებით მკვეთრად მცირდება ოპერაციის ხანგრძლივობა.
საქართველოს მასშტაბით ექსკლუზიური მეთოდი თრომბექტომია
იგი სისხლძარღვშიდა მანიპულაციაა, რომლის საშუალებითაც ქირურგს სისხლძარღვიდან თრომბული მასები გარეთ გამოაქვს. ოპერაცია დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გრძელდება.
თრომბექტომიის საჭიროება დგება იმ შემთხვევაში თუ პაციენტს განუვითარდა მწვავე იშემიური ინსულტი, რომლის ძირითადი გამომწვევი მიზეზიცაა თრომბი, რომელიც თავის მხრივ ახშობს სისხლძარღვს და ვეღარ ხდება სისხლის მიდინება თავის ტვინში. სწორედ ამის შედეგია ინსულტი. ქირურგებს თრომბული მასები გარეთ გამოაქვთ, ანუ სისხლძარღვს ათავისუფლებენ. მინი ინვაზიურ ჩარევას სჭირდება ადგილობრივი ანესთეზია.
ოპერაცია კეთდება ანგიოგრაფის კონტროლით.
ხერხემლის პათოლოგიათა მკურნალობა მინი ინვაზიური ენდოსკოპიური მეთოდით ან უოპერაციოდ
თანამედროვე მეთოდით კლინიკის ნეიროქირურგებმა არაერთი ადამიანი გაათავისუფლეს მტანჯველი ტკივილისგან. ენდოსკოპიური მეთოდი ეს არის მინი ინვაზიური მანიპულაცია, რომელიც კეთდება ყოველგვარი განაკვეთის გარეშე, მხოლოდ ერთი ჩხვლეტით. ძალიან ეფექტური მეთოდია, რადგან ხერხემალს ტრავმა პრაქტიკულად არ ადგება
ცნობისათვის, ღია წესით ჩატარებულ ხერხემლის ოპერაციებს ახასიათებს დიდი ჭრილობა, მაღალია ხერხემლის დაზიანებისა და მაშასადამე, უნარშეზღუდულობის რისკი. რასაც გთავაზობთ ეს არ არის ღია წესით ჩატარებული ოპერაცია, ესაა ყველაზე თანამედროვე და ეფექტური მეთოდი!
საერთაშორისო მხარდაჭერა
კლინიკის ნეიროქირურგებსა და უცხოელ პროფესორებს შორის ხშირად იმართება კონსილიუმი; დეპარტამენტს სტუმრობენ უცხოეთში მოღვაწე, ნეიროქირურგიაში ცნობილი ექსპერტები.
თავის ტვინის ანევრიზმის მკურნალობა ენდოვასკულური მეთოდით
თავის ტვინის სისხლძარღვოვან პათოლოგიებს შორის თავის ტვინის ანევრიზმა ყველაზე ფართოდ გავრცელებულია. პათოლოგიას მხოლოდ ქირურგიული გზით უნდა უმკურნალოთ. კლინიკაში წარმატებით ხორციელდება ემბოლიზება.
ანევრიზმა ითიშება ბარძაყის არტერიიდან მიდგომით, უსისხლოდ!
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის საიტს.