ავტორი ნინო კვაჭანტირაძე
26 წელი გასრულდა, ბოლო მგზავრები, სოხუმი-თბილისი, საკუთარ სამშობლოს შეხიზნულები, ლტოლვილები თუ იძულებით ადგილნაცვალი, კი, ახლა ასე წარმოითქმის, მაგრამ მთავარი არ იცვლება და არც შეიცვლება - აფხაზეთი საქართველოა და ეს მატარებელიც გავა თბილისიდან, აუცილებლად გავა, ოღონდ მინდა ერთი ადგილი, ჩამოსაჯდომი ან მისაყუდებელი, აფხაზეთამდე თვალმოუხუჭავად ჩასასვლელი ჩემთვისაც იყოს, მინდა მოვესწრო ამ დღეს!!!
„მე ვეუბნები რუსს, რომ აფხაზეთი ჩემია...
მე ვეუბნები ოსს, რომ სამაჩაბლო ჩემია...
მე ვეუბნები თურქს - ჩემი აჭარა ჩემია...
ეს საბრალდებო დასკვნა და
ეს საღმრთო განაჩენია!..
ჩემია საინგილო და დავით-გარეჯიც ჩემია...
მხოლოდ სისუსტით დავთმე და დროებით შემირჩენია...
შენ, მეზობელო ჩემო ,თუმც წაყრუება გჩვევია...
ეს საბრალდებო დასკვნა და
ეს საღმრთო განაჩენია!..
ჩემია - საზღვარს აქეთ და საზღვარს იქეთაც - ჩემია...
რაც წარმტაცე და რაც ვერა, რაც შენს თვალს გადარჩენია...
დამაცა, გაჩნდეს გმირი, რომელიც გასაჩენია...
ეს საბრალდებო დასკვნა და
ეს საღმრთო განაჩენია!.“
ვახტანგ ღლონტი