logo_geo
eng_logo
ირაკლი მეზურნიშვილი: რევანშისტების საყურადღებოდ - ზალკალიანის და ლავროვის შეხვედრა საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებული იყო
- +

27 სექტემბერი. 2019. 13:46

 

 

კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შემდგარ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„სკეპტიკოსების, ჩასაფრებულებისა და რევანშისტების საყურადღებოდ. ცხადია, ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრა შეთანხმებული იყო საერთაშორისო პარტნიორებთან. მეტიც, ის მათი ორგანიზებით გაიმართა. ეს ნათლად გამოჩნდა ჩვენი დასავლელი მეგობრების გამოხმაურებებშიც, იქნება ეს - აშშ-ის საელჩოს განცხადება, გაერო-ს გენმდივნის გამოხმაურება, ეუთო-ს თავმჯდომარის შეფასება. ჩვენ ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რომ ოკუპირებული რეგიონებისა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ხელი შევუწყოთ ვითარების დეესკალაციას და გავაუმჯობესოთ ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობა. დღესაც და მომავალშიც ვრჩებით ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე“, - წერს ირაკლი მეზურნიშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრებს შორის განხილვის მთავარი თემა ოკუპაცია იყო.

 

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შეხვედრა აღარ გაუმართავთ, 2012 წლიდან შეხვედრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან მართავდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner