logo_geo
eng_logo
მიხეილ ჯანელიძე: საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიიღება
- +

6 ივნისი. 2016. 23:44



„ევროკავშირის ქვეყნებთან კომუნიკაციას უმაღლეს დონეზე ვახორციელებთ", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ გადაცემა 2030-ში.


"სულ ახლახანს იყო საქართველოს პრემიერის ვიზიტი საფრანგეთში და შეხვედრა პრეზიდენტ ოლანდთან; დღეს კი, გერმანიის კანცლერთან სატელეფონო კომუნიკაცია გაიმართა და იგეგმება პრემიერის ვიზიტი გერმანიაში. მე მუდმივ კონტაქტზე ვარ ჩვენს კოლეგებთან. დღეს შეხვედრა მქონდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელთან. ვაგრძელებთ კომუნიკაციას დედაქალაქებთან და ჩვენი საელჩოები ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ, რომ პოზიტიური გადაწყვეტილება მაქსიმალურად დროულად იქნას მიღებული.", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.


მისი თქმით, მიგრაცია ძალიან სერიოზული პრობლემაა, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს.

 

"ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტორი, რომ დღეს მიგრაცია ძალიან სერიოზული პრობლემაა, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს. საუბარია სხვა რისკებიდან თავის დაზღვევაზე, რაც ევროკავშირში პოლიტიკურ და სხვა სახის პრობლემას ქმნის. მიმდინარეობს მსჯელობა და დარწმუნებული ვარ, საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიიღება", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.


როგორც მან აღნიშნა, გერმანიაში არსებული ქართული კრიმინალური დაჯგუფების საკითხი საქართველოს ვიზალიბერალიზაციისთვის შემაფერხებელი არ იქნება.


"იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო და საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილიყოჩვენ და შსს- შესაბამის სახელმწიფოებში ვიზიტები განვახორციელეთჩამოყალიბდა კარგი თანამშრომლობა, რაც აჩენს საფუძველს, რომ ეს პრობლემა ორმხრივ დღის წესრიგში არ არსებობდეს. დარწმუნებული ვარ, ეს ფაქტორი საქართველოსთვის შემაფერხებელი არ იქნება", - განაცხადა ჯანელიძემ.


მისი თქმით, საქართველომ ყველა ვალდებულება შეასრულა და საქართველოსთან მიმართებაში დღეს არანაირი კითხვები არ არსებობს.


"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველოსთან მიმართებაში დღეს არანაირი კითხვები არ არსებობს. ევროკავშირის ლიდერები ადასტურებენ, რომ საქართველომ ყველა ვალდებულება შეასრულა და გადაწყვეტილება უკვე ევროკავშირის მხარესაა. არცერთი გადაწყვეტილება არანაირად არ უკავშირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ყოველგვარი მცდელობა, რომ ეს საქართველოს მთავრობას დაბრალდეს, არის მიზანმიმართული ქმედება პროცესის დასაზიანებლად და მოვუწოდებ ყველას, ასეთი განცხადებებისგან თავი შეიკავონ", - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner