logo_geo
eng_logo
სოფელ ფონიჭალაში ახალი საბავშვო ბაღი ოქტომბრის ბოლოს გაიხსნება
- +

27 სექტემბერი. 2019. 15:15

 

 

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ოქტომბრის ბოლოსათვის სოფელ ფონიჭალაში ახალ საბავშვო ბაგა-ბაღს გახსნის. N81 საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულებულია, ჩატარდა ეზოს გამწვანებისა და სათამაშო მოედნების კეთილმოწყობის სამუშაოები და ამჟამად, შენობის შიდა სივრცის მოწესრიგება მიმდინარეობს: ეწყობა ავეჯი და სუფთავდება ინტერიერი.

 

მიმდინარე სამუშაოები სააგენტოს დირექტორმა კახაბერ გვანცელაძემ კრწანისის რაიონის გამგებელ ლევან ჯაფარიძესთან ერთად დაათვალიერა.

„სოფელ ფონიჭალის მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი განხორციელდა - დასახლებაში პირველი საბავშვო ბაღი აშენდა. ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის ეს დიდი შეღავათი იქნება, რადგან მათ ყოველდღიურად, ქალაქის სხვა უბნებში უწევთ ბავშვების ტარება. შენობა აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, რაც აუცილებელია ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის - დაცულია სახანძრო უსაფრთხოების ნორმები და დამონტაჟებულია ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემები“, - განაცხადა ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა კახაბერ გვანცელაძემ.

 

N81 საბავშვო ბაღი იეთიმ გურჯის N2-ში მდებარეობს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 8-ჯგუფიანია. ამჟამად რეგისტრირებულია 160 აღსაზრდელი, თუმცა ბაღს 300-მდე ბავშვის მიღების რესურსი აქვს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner