logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: უცხო ქვეყნების დიქტატისგან გასათავისუფლებლად ერთად ვიბრძოლოთ!
- +

7 ივნისი. 2016. 00:06

 

 

„ჩვენი ძირითადი სამიზნე ის ელექტორატია, რომელსაც ჯერ არ გადაუწყვეტია, მიიღოს თუ არა მონაწილეობა არჩევნებში ან, მხარი ვის დაუჭიროს," - განაცხადა პარტია "ერთიანი საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, თამაზ მეჭიაურმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას.


„ასეთი ამომრჩევლის რაოდენობა 60%-ია. ჩვენი საარჩევნო კამპანია იმ სეგმენტზეა გათვლილი, რომლებსაც მოთხოვნა აქვთ, ისეთი პოლიტიკური ძალა გამოჩნდეს, რომელიც უცხო ქვეყნების ჩარევისგან დამოუკიდებელი იქნება. ჩვენს პარტიას არ დასჭირდება იმდენი დაფინანსება, რამდენიც იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც უცხო ქვეყნების ინტერესებს ატარებენ. ასეთები ბევრნი არიან. „ქართული ოცნებაც" ფაქტიურად, კინაღამ ამერიკის ელჩის მხრიდან იმართება. ის განცხადება, რაც ამერიკის ელჩმარუსთავი 2"-ის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით გააკეთა, ნებისმიერ ქვეყანაში უფრო მძაფრი პროტესტის საფუძველი იქნებოდა. ამომრჩეველს ვთავაზობთ, უცხო ქვეყნების დიქტატისგან გასათავისუფლებლად ერთად ვიბრძოლოთ", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.


მისი თქმით, გუნდის წევრების შერჩევისას დოგმები არ დაწესებულა. მთავარი იყო, საგარეო კურსთან და სამართლიანობის აღდგენის ტემპთან დაკავშირებით აზრთა თანხვედრა ყოფილიყო.


"ჩვენი პარტია შესაძლოა, იმ ადამიანებითაც შეივსოს, რომლებიც თვლიან, რომ "ქართულ ოცნებაში" თავის რეალიზება ვერ მოახდინეს. მათი მხრიდან შემოთავაზება არის, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ, ასეთ წევრებზე ორიენტირებული არ ვიყოთ. არ მინდა, ვინმემ იმ პოლიტიკურ ძალად მოგვიაზროს, რომელიცქართული ოცნების" გახლეჩას ცდილობს. მსურველები არიან არასამთავრობოებიდან, სხვადასხვა პარტიებიდან. არის ისეთი ხალხიც, რომლებიც პოლიტიკაში არასოდეს ყოფილან", - განაცხადა მეჭიაურმა.


როგორც მან აღნიშნა, მის გუნდს, საგარეო კურსთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების" ხედვისგან ცალსახად განსხვავებული ხედვა აქვს.


"ჩვენს გუნდს, საგარეო კურსთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების" ხედვისგან ცალსახად განსხვავებული ხედვა აქვს. არჩევნებში ჩვენი შედეგები კი, იმაზეა დამოკიდებულითუ რამდენად აქვს მოსახლეობას თავისუფლების წყურვილი. იგრძნობა, რომ ამისი მოთხოვნა აშკარად არის და ჩვენზეცაა დამოკიდებული, როგორ საარჩევნო კამპანიას ჩავატარებთ. ხელისუფლებაში მინიმუმ, ისეთ ძალად მოვალთ, რომლის გარეშეც სტრატეგიული გადაწყვეტილებები მიღებული ვერ იქნება", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner