logo_geo
eng_logo
ინგლისელი ფოტოგრაფი აფხაზეთის ომის კვალდაკვალ
- +

27 სექტემბერი. 2019. 18:11

 

 

ბრიტანელი ფოტოგრაფი მაიკ გოლდვოტერი 1993 წლის სექტემბერში საქართველოში იმყოფებოდა, მის ობიექტივში მოხვდა და ისტორიას შემორჩა აფხაზეთის ომის უიშვიათესი კადრები და ის ემოციები, რომლებიც სამშობლოდან გამოძევებული ადამიანების სახეზეა აღბეჭდილი.

 

გოლდვოტერი თავის საიტზე აღწერს, თუ როგორ მოხვდა 23 წლის წინ ომის ეპიცენტრში:

 

„უკვე გაკეთებული მქონდა მრავალი რეპორტაჟი საბჭოთა კავშირის დაშლის თემაზე და როდესაც 1993 წლის სექტემბერში საქართველოში ომი დაიწყო, გადავწყვიტე, ეს თემაც გამეშუქებინა.

 

რუსებისგან მხარდაჭერილი აფხაზი სეპარატისტები საქართველოს სამხედრო ძალებს სოხუმისთვის ებრძოდნენ“, - წერს გოლდვოტერი.

 

გოლდვოტერის თქმით, ის „Independent“-ისთვის მუშაობდა, როდესაც თბილისში ჩამოვიდა:

 

„60-იანი წლების სასტუმროში პოლონელ ფოტოგრაფს, კრისს, შევხვდი. ჩვენ შეგროვებული კონტაქტები გავცვალეთ და შემდეგ დილით ერთად გავეშურეთ ქვეყნის დასავლეთით. გვსურდა, რაც შეიძლება მალე ჩავსულიყავით სოხუმში.

 

თითქმის საღამო იყო, ზუგდიდში რომ ჩავაღწიეთ. ქუჩები ცარიელი იყო. ჯარისკაცებმა გაგვაჩერეს, ჩვენ ჩვენი პრეს-ქარდები ვაჩვენეთ. მათ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, ზვიად გამსახურდიასთან წაგვიყვანეს, რომელმაც ახალი პრეს-ქარდები მოგვცა, თავისი ხელმოწერით.

 

იმ დღესვე დავბრუნდით სოხუმის გზაზე. მანქანაში ფანჯრის მხარეს ვიჯექი და ჩემს პატარა რადიოში „BBC“-ის ახალ ამბებს ვუსმენდით. მაშინ გავიგეთ, რომ სოხუმი დაეცა.

 

ამის შემდეგ ოჩამჩირეში წასვლა გადავწყვიტეთ“, - აღნიშნა გოლდვოტერმა.

 

მეორე დღე სოხუმის დაცემიდან. ახალი ფრონტის ხაზი ოჩამჩირეა, ქართველები ქალაქის დასატოვებლად ემზადებიან

 

 

 

დასატოვებლად ემზადებიან

 

 

 

რკინიგზის სადგურზე დედა ხვდება თავის შვილს, რომელიც სოხუმში ომის დროს დაღუპული ეგონა.

 

 

 

სოხუმის დაცემის მეორე დღე. ქართველები სასოწარკვეთილები ტოვებენ ოჩამჩირეს პირუტყვისთვის განკუთვნილი სატვირთო ბოლო მატარებლით

 

 

 

მგზავრები ოჩამჩირეს მატარებელში, რომელიც ქალაქს ტოვებს

 

 

 

ზვიად გამსახურდიას ერთგული ჯარისკაცი ოჩამჩირეში შემდეგ ბრძანებას ელოდება. პატარა გოგო მას უკან უბრუნებს ყუმბარას, რომელიც ცოტა ხნის წინ მისგან სათამაშოდ მიიღო.

 

 

 

ოჯახი ოჩამჩირედან ცდილობს ჩააქროს ხანძარი, მას შემდეგ, რაც მათი სახლი აფხაზი სეპარატისტების სარაკეტო თავდასხმის სამიზნე აღმოჩნდა.

 

 

 

აფხაზეთის სეპარატისტული ძალებისგან თავის დასაცავად ახალგაზდა ქართული ოჯახი ზუგდიდის ხიდზე

 

 

 

საქართველოს მთავრობის ჯარისკაცები უკან იხევენ. მათგან მრავალი მოხალისეა.

 

 

 

ექსპრეზიდენტი ზვიად გამსახურდია სამხედრო ფორმაში. მან ოჩამჩირეში ჯარი მოინახულა.

 

 

 

გზის საავტომობილო ხაზები მანქანებს აქვთ გადაკეტილი. ათიათასობით ქართველი სეპარატისტებისგან თავის დასაღწევად ოჩამჩირეს ტოვებს და გალისკენ მიიწევს.

 

 

 

სოხუმის დაცემის მეორე დღე. ხალხი სატვირთო მანქანებში ადის და ოჩამჩირეს ტოვებს.

 

 

 

ქართველი მიგრანტები ზუგდიდის ხიდზე.

 

 

 

გამთენიისას მოხუცი ქალი ზუგდიდის ხიდზე ხელცარიელი ბრუნდება. ის აფხაზ სეპარატისტებთან იყო, რომ გაეგო, რა დაემართათ მის ნათესავებს.

 

 

 

დილა. აფხაზეთიდან გამოქცეული დევნილები ზუგდიდის ხიდთან. ისინი გასცქერიან სეპარატისტების ტანკებს.

 

 

 

სოხუმიდან, ოჩამჩირედან და გალიდან გამოქცეულმა ათასობით ქართველმა ჭუბერის უღელტეხილი გამოიარა. მათი ნაწილი ვერტმფრენის მოლოდინში გენწვიშში გაჩერდა, რომელიც მათ უსაფრთხო ადგილას გადაიყვანდა, თუმცა უმრავლესობამ გზა მთებში ფეხით განაგრძო.

 

 

 

უღელტეხილზე ერთდღიანი ფეხით სიარულის შემდეგ მიგრანტთა ნაწილი ვერტმფრენში ადის.

 

 

 

დამდნარმა თოვლმა და მძიმე სატვირთოს კვალმა გზაზე ტალახის მდინარეები დააყენა. ეს სატვირთო უიმედოდაა გაჭედილი.

 

 

 

რომ არ გაიყინონ, ბებია და შვილიშვილები მიტოვებულ მანქანაში იძინებენ. მეორე დღეს მათ მთებში ფეხით უნდა განაგრძონ გზა.

 

 

 

დევნილები ტალახში ჩავარდნილ ცხენს ამოსვლაში ეხმარებიან.

 

 

 

დევნილები ჭუბერის უღელტეხილზე. მათ ზურგით მოაქვთ ის ქონება, რაც დარჩათ.

 

 

 

დევნილები ტოვებენ ქალის გვამს და ცხენთან ერთად განაგრძობენ გზას.

 

 

 

ცივი განთიადი. უღელტეხილის გადალახვის შემდეგ დევნილები ტყეში დაბანაკდნენ. ისინი სვანეთის სოფელ ჭუბერისკენ მიემართებიან, სადაც უსაფრთხოდ იგრძნობენ თავს.

 

 

 

მთავრობის ჯარისკაცი სამედიცინო დახმარებას ელოდება. მას ახლახან ესროლეს ჭუბერისკენ მიმავალ გზაზე ბანდიტებმა, რადგან მათ იარაღის გადაცემაზე უარით უპასუხა.

 

 

 

პრეზიდენტი შევარდნაძე მოსკოვში, საქართველოს საელჩოში. ის ფრანგულ მედიასთან სატელევიზიო ინტერვიუსთვის ემზადება.

 
 
 
 
 
 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner