„ჩემი პოლიტიკური მოღვაწობა და საქმიანობა უკვე განსაზღვრულია. მე ვარ „ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ვარ პარტიის წევრი."- ჯამბულ გამცემლიძის განცხადებით იგი მზად არის „ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს გვერდით დაუდგეს.
„მთლიანად ვუერთდები ჯემალ სეფიაშვილის სიტყვებს, რომ ამ კაცის მიმართ მადლიერების გრძნობა მაქვს და ვიდგები ყოველთვის იქ, სადაც ბიძინა ივანიშვილი იქნება. მან ბევრი რამ გააკეთა იმისათვის, რომ ეს ნაძირლების ხროვა განედევნა პოლიტიკიდან. "- განაცხადა გამცემლიძემ „პრიორიტეტში".