logo_geo
eng_logo
კურტ ვოლკერმა თანამდებობა დატოვა
- +

28 სექტემბერი. 2019. 12:59

 

უკრაინის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალურმა წარმომადგენელმა კურტ ვოლკერმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ტელეარხის ინფორმაციით, ვოლკერის გადადგომა იმ სკანდალს უკავშირდება, რომელიც აშშ–ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის 25 ივლისის სატელეფონო საუბარს მოჰყვა. CNN იტყობინება, რომ ამ ინფორმაციის გავრცელებამდე რამდენიმე საათით ადრე, კურტ ვოლკერი წარმომადგენლობით პალატაში გამოიძახეს, სადაც სატელეფონო საუბართან დაკავშირებით კითხვები უნდა დაესვათ. ვოლკერის მოსმენა 3 ოქტომბერს იგეგმებოდა.

 

რაც შეეხება სკანდალში ვოლკერის როლს, 26 სექტემბერს წარმომადგენლობითი პალატის სპეციალურმა კომისიამ გამოაქვეყნა დოკუმენტი, სადაც ნათქვამია, რომ „ვოლკერმა და ევროკავშირში აშშ–ის მუდმივმა წარმომადგენელმა, გორდონ სონდლენდმა სატელეფონო საუბრის შემდეგ, ზელენსკისთან მოლაპარაკება გამართეს. ამის მიზეზი კი ზელენსკისთვის და უკრაინის მთავრობის სხვა წარმომადგენლებისთვის ბაიდენის შვილის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით მითითების მიცემა იყო“.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner