logo_geo
eng_logo
ვალერი გელბახიანი: გამოძიებაზე გავლენის მოხდენა იმას შეუძლია, ვინც დეპუტატია, ამიტომ პარლამენტის დადგენილება უნდა გაუქმდეს!
- +

27 თებერვალი. 2016. 15:21


საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება დეპუტატ გოგი თოფაძის განცხადების საფუძველზე დაიწყო. გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები მოითხოვენ, რომ გამოძიების დასრულებამდე თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა უფლებამოსილება შეიჩეროს, რათა გამოძიებაზე ზეგავლენა არ მოხდეს. საკითხს იურისტი ვალერი გელბახიანი „რეპორტიორთან" საუბრისას აფასებს:



„არჩევნების გაყალბების თემაზე არ აღძრულა საქმე, საქმე აღიძრა განცხადების საფუძველზე. (http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=302 ), რაც იმას ნიშნავს, რომ განმცხადებელს მოსთხოვენ - რა დოკუმენტაცია, რა მტკიცებულება აქვს, რომ საგარეჯოში არჩევნები გაყალბდა. ანუ, ეს არის ცრუ დასმენა თუ დანაშაული - ეს უნდა გაირკვეს. რომ გაირკვეს, იყო თუ არა დანაშაული, მაშინ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, პარლამენტის დადგენილება უნდა გაუქმდეს. ვიდრე ეს დოკუმეტები არის ძალაში, მანამდე საუბარი იმაზე, რომ გაყალბდა არჩევნები, უფრო რიტორიკაა, ვიდრე იურიდიულად დადასტურებული გარემოებები.

 

იურიდიული კვალიფიკაციის მიხედვით, ვეჭვობ, როგორი განცხადებები და შეფასებებიც გვესმის, ისე ჩატარდა არჩევნები.

 

წარსულშიც, არაერთი საქმე მოვითხოვეთ, პროკურატურაში აღიძრა, მაგრამ არ დადასტურდა იმის გამო, რომ ყველა ის აქტი ძალაში დარჩა, რომელიც კომისიამ და შემდგომ პარლამენტმა დაამტკიცა. ახლა, პირველ რიგში, პარლამენტმა უნდა გააუქმოს თავისი დადგენილება, ანუ დეპუტატს უნდა შეუჩეროს უფლებამოსილება. პირველ რიგში, გავლენის მოხდენა იმას შეუძლია, ვინც დეპუტატია. ანუ, თუ არ გაუქმდება პარლამენტის დადგენილება და არ შეჩერდება დეპუტატის უფლებამოსილება, მაშინ ეს ყველაფერი არის წყლის ნაყვა. ბოლოს გოგი თოფაძე ვერ დაამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა, შემდეგ „რესპუბლიკელები" წამოაყენებენ ბრალდებას, რომ გოგი თოფაძე ცილისმწამებელია. სცენარი ასეა დაწერილი, ასე უნდა დამთავრდეს. ამიტომ, თავშივე ვთქვათ - რაზეა გათვლილი ხმაური და რითი დამთავრდება. თუ იმაზეა გათვლილი, რომ ბოლოს თოფაძე გამტყუნდეს, მაშინ სახელი უნდა დაერქვას ყველაფერს. ეჭვის თვალით ვუყურებ ამ საქმეს", - განაცხადა ვალერი გელბახიანმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner