logo_geo
eng_logo
სოფო ნიჟარაძეს უცნობმა მამაკაცმა სახეში მუშტი დაარტყა- რა მოხდა „X ფაქტორის“ სცენაზე?..
- +

7 ივნისი. 2016. 03:17


დღეს, „X ფაქტორის" დამთარევბისთანავე ინციდენტი მოხდა, მაშინ როცა მალიბუს ემშვიდობებოდნენ და ნინას გამარჯვებას ულოცავნდნენ სცენაზე უცხო მამაკაცმა სოფო ნიჟარაძეს სახეში მუშტი დაარტყა. დამნაშავე ფილარმონიის დაცვამ სცენიდან ჩამოიყვანა, მაგრამ აღნიშნულმა პირმა გაქცევა მოახერხა. თუმცა, დაცვას დამნაშავის მობილური ტელეფონი დარჩა. გამოიძახეს საპატრულო პოლიცია. სოფო ნიჟარაძე საგრიმიორი ოთახში შეიყვანეს, რომელსაც თან ახლდა დედა, ნიკა გვარამია და გიგი ადამაშვილი. ცოტა ხანში ნიკა გვარამია ფილარნმორიის დაცვასთან ყვირილით გაიქცა "როგორ გაუშვით".


„პრაიმთაიმის" ცნობით ფილარმონიაში გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადა. თუმცა, სოფოს ოთახიდან გამოსულმა ექიმმა კომენტარი არ გააკეთა. ამ წუთებში, სოფო ნიჟარაძემ დედასთან ერთად ფილარმონია დატოვა.


დაუდასტურებელი ინფორმაციით დამნაშავეს მომღერალთან კონფლიქტი არაერთხელ ჰქონია.


ფილარმონიაში მომხდარი ინციდენტის ფოტოებს Funtime-ი ავრცელებს, ხოლო ვიდეო ექსკლუზიურად primetimenews-მა გაავრცელა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner