შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის, 2 პირი: 1963 წელს დაბადებული ტ.შ. და 1983 წელს დაბადებული პ.დ. დააკავეს.
„სამართალდამცველებმა ტ.შ. ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ხაშურში, საავტომობილო გზაზე დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები - „ჰეროინი“ და „კოკაინი“ ამოიღო. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
რაც შეეხება მეორე პირს - პ.დ.-ს, პოლიციამ იგი ნარკოდანაშაულისთვის სოფელ ანაკლიაში დააკავა. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ფსიქოტროპული პრეპარატი „ლირიკის“ 50 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.