საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი ახალი ტელევიზიის გახსნას აანონსებს, რომელიც მერვე არხის ბაზაზე იქმნება:
„დიდი ხსნის ოცნება ამიხდა - „ტვ 8"-ის ბაზაზე, საქართველოში კულტურის არხი იხსნება, რომელსაც ერთ-ერთი არაბული ქვეყნის წარმომადგენელი შეიხი დააფინანსებს.
მოკლედ, ბედნიერი ვარ, რომ ქართულ კულტურას დამოუკიდებელი მაუწყებლობა ექნება, სადაც კულტურის წარმომადგენლებს შეეძლებათ, ყოველგვარი გადახდისა და ფულის გარეშე თავიანთ პროდუქციას რეკლამირება გაუწიონ."- განაცხადა ოქიტაშვილმა.