logo_geo
eng_logo
ფესტივალი „Heat Batumi“ გაიხსნა!
- +

7 ივნისი. 2016. 10:41


 ფესტივალი „Heat Batumi" 6 ივნისს,18:00 საათზე, ბათუმის კოლონადებთან  ამერიკული ბენდის „New York Brass Band"-ისა და ანსამბლ „ერისიონის" კონცერტით გაიხსნა. ამერიკელი მუსიკოსები 3 დღის განმავლობაში ქალაქის ქუჩებში გამართავენ კონცერტებს.


„ჰით ბათუმი2016" წარმოადგენს ბათუმის საზაფხულო სეზონის სპეციალურ პროექტს, რომელიც გულისხმობს, 3-თვიანი პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულების ფესტივალებისა და გასართობი ღონისძიებების ჩატარებას უწყვეტ რეჟიმში. 6 ივნისიდან 10სექტემბრამდე, ყოველდღე, ბათუმში ჩატარდება განსხვავებული ტიპის ღონისძიებები.


„Heat Batumi 2016" საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის „Check in Georgia" ფარგლებში იმართება.

„Check in Georgia" მასშტაბური კულტურული ღონისძიებების სერიას მოიცავს, რომელიც თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში გაიმართება. პროექტი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და პროგრამა ყოველწლიურად კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება. „Check in Georgia"-ს ორგანიზებას კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი გაუწევს.



პროექტის განხორციელების მიზანია წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვა. ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა. შედეგად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების ზრდა.

საქართველო იმკვიდრებს ღირსეულ ადგილს მსოფლიო კალენდარზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner