logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: ყველა პირობის შესრულებისთვის ვიზა-ლიბერალიზაციის ჯილდოს მივიღებთ
- +

7 ივნისი. 2016. 10:45


„გვჯერა, რომ ყველა პირობის შესრულებისთვის ვიზა-ლიბერალიზაციის ჯილდოს მივიღებთ და საქართველოს საქმე სხვა დისკუსიებს შორის არ დაიკარგება", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, ევროპარლამენტარების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.



საქართველოს სურს გახდეს ევროპული ოჯახის - ევროკავშირის წევრი. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ეს გვინდა, არის ის, რომ ჩვენი კულტურით ევროპელები ვართ. ჩვენ გვჯერა თამაშის იმ წესების, რომელსაც აქ იცავენ. სწორედ ამიტომ გვჯერა, რომ, როდესაც აღმოსავლეთ პარტნიორობის" წევრები გავხდით და მოგვცეს მკაფიო ნიშანი იმის, რომ საქართველო მეტს მიიღებდა, ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. ბევრი ვიმუშავეთ არა მხოლოდ პოლიტიკოსებმა, არამემთლიანად საზოგადოებამ. გვჯერა, რომ ყველა პირობის შესრულებისთვის ამ ჯილდოს მივიღებთ და საქართველოს საქმე სხვა დისკუსიებს შორის არ დაიკარგება. ეს უსამართლობა იქნება და შეეწინააღმდეგება იმ ძირითად პრინციპებს, რომელიც ერთმანეთს აღვუთქვით", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner