კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილის განცხადებით, ახალ პარტიაში თამაზ მეჭიაურისადმი დიდი პატივისცემის გამო გაწევრიანდა.
„რატომ თამაზ მეჭიაურთან? ეს არის დიდი პატივისცემა მისი, როგორც ადამიანის და მისი იდეების. მაშინ, როდესაც მე მივიღე წინადადება, არ მქონდა უფლება, ბატონი თამაზისთვის მეთქვა უარი. ზუსტად ვეთანხმები იმას, რასაც თამაზ მეჭიაური ამბობს, უახლოეს მომავალში ჩვენ დავსხდებით, ვისაუბრებთ, გავინაწილებთ ჩვენს უფლებებს და გუნდი დაიწყებს აქტიურად მუშაობას.
მე უშანსოდ არ მივლია ამ ქვეყანაზე და სიყვარულის გარეშე არავის არ დავლაპარაკებივარ, ასე რომ, ყველაფერი კარგად იქნება", - განაცხადა ჯემალ სეფიაშვილმა.