logo_geo
eng_logo
ქართველი მოქალაქეები ბულგარეთში ლეგალურად დასაქმდებიან
- +

30 სექტემბერი. 2019. 16:24

 

საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბულგარეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის შრომითი მიგრაციის რეგულირების შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.

 

აღნიშნულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს მხრიდან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და ბულგარეთის რესპუბლიკის მხრიდან, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრმა ბისერ პეტკოვმა.

 

ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდგომ, 6 თვის ვადაში, მხარეები მუშაობას გააგრძელებენ ბულგარეთსა და საქართველოს შორის დროებითი ლეგალური დასაქმების კონკრეტული სქემის ასამოქმედებლად საჭირო დოკუმენტის მომზადებაზე. აღნიშნული პროცესი საქართველოს მოქალაქეებისთვის შექმნის ბულგარეთის რესპუბლიკაში შესაბამის მოთხოვნად პროფესიებში კვალიფიციური მუშაკების დროებით ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობას. დასაქმებისა და შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარება, მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალურად დროებითი დასაქმების შესაძლებლობების გახსნა, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

 

ვიზიტის ფარგლებში, აღნიშნული შეთახმების ხელმოწერასთან ერთად, გაიმართა ორი ქვეყნის დელეგაციის სამუშაო შეხვედრაც, რომლის დროსაც მინისტრების მიერ განხილულ იქნა შრომისა და სოციალური დაცვის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.

 

ბულგარეთის რესპუბლიკის  შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრმა გაფორმებული ხელშეკრულების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა და იმ ბენეფიტებზე ისაუბრა, რასაც  ეს შეთანხმება ქვეყნებს და მათ მოქალაქეებს მოუტანთ.

 

„ამ ხელშეკრულებას ძალიან დადებითი გავლენა ექნება ორივე ქვეყნის მოქალაქეებზე. ჩვენ შევძლებთ გავცვალოთ კვალიფიციური კადრები, რომლებიც იმ ვაკანსიებზე დასაქმდებიან სადაც კადრების ნაკლებობაა.  ქართველებს ბულგარეთში, ასევე ბულგარელებს საქართველოში ერთი წლის განმავლობაში შეეძლებათ მუშაობა, თუმცა ექნებათ ვადის სამ წლამდე გაზრდის შესაძლებლობა. ამ შესაძლებლობას არამარტო დასაქმებულები, არამედ მათი ოჯახის წევრებიც გამოიყენებენ“, - განაცხადა ბისერ პეტკოვმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner