logo_geo
eng_logo
სიღნაღი - ხანძარი სასტუმრო-რესტორან „ნიკალაში“
- +

1 ოქტომბერი. 2019. 11:07

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, სიღნაღში, სასტუმრო-რესტორან „ნიკალას“ სახურავზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

 

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები გავიდნენ.

 

ცეცხლი შენობის სასხვენო გადახურვას გაუჩნდა და არსებობდა გავრცელების საფრთხეც, თუმცა, მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს შენობაში მყოფი მოქალაქეების ევაკუაცია და ცეცხლის ლოკალიზება.

 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

ამ დროისთვის მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე მუშაობს 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner