ბერძნული საფეხბურთო კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს ინფორმაციას, რომ თემურ ქეცბაიამ ათენის „აეკ"-თან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
თემურ ქეცბაია 2009 წელს მცირე ხნით ბერძნულ „ოლიმპიაკოსს" ხელმძღვანელობდა, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით დაძლევის შემდეგ კი პოსტი დატოვა.
1994-97 წლებში თემურ ქეცბაია „აეკ"-ის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო, რომლის მაისურით 119 მატჩში 39 გოლი გაიტანა.
მწვრთნელ თემურ ქეცბაიას მთავარი წარმატება ფამაგუსტას „ანორთოსის" უკავშირდება, რომელიც 2008-09 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა.
გასულ სეზონში ქეცბაიას ხელში „აპოელმა" კვიპროსის ჩემპიონატი მოიგო, სეზონის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე თემურმა პოსტი დატოვა.
შეგახსენებთ, „აეკ"-ის ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე 51 წლის ფრანგის, ფილიპ მონტანიეს დანიშვნას აპირებდა, თუმცა მოლაპარაკება არ შედგა, რის შემდეგაც ბერძნულმა კლუბმა ხელშეკრულება ქართველთან გაფორმა.
წყარო: mysports.ge