logo_geo
eng_logo
ხამისკურში ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
- +

1 ოქტომბერი. 2019. 12:37

 

 

ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საქირიოში ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 40552.96 ლარია, შპს „სამოქალაქო სამშენებლო კომპანია“ ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ოქტომბერში დასრულდება. დასაქმებულია 5 ადგილობრივი. პროექტი ხობის მუნიციპალიტეტისთვის საქართველოს მთავრობის მიერ სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად გამოყოფილი თანხიდან ფინანსდება. ხამისკურში მიმდინარე სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და მერის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ დაათვალიერეს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner