logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: პოლიტიკური მიზნებისათვის მხოლოდ გამიღია და არაფერი მომიპოვებია
- +

7 ივნისი. 2016. 10:59


სოციალურ ქსელში ვრცელება 2014 წლის ივლისით დათარიღებული ინფორმაცია, პარტიების ლიდერთა ხელფასების შესახებ. ზოგიერთმა ჟურნალისტმა ეს ინფორმაცია ახალ ინფორმაციად ჩათვალა და დღეს მერამდენედ მიწევს პასუხის გაცემა კითხვაზე- რატომ არ ვარ ამ სიაში და რამდენია ჩემი ხელფასი" - წერს „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი „facebook"-გვერდზე.



საჯაროდ ვპასუხობ ამ შეკითხვას. ჩემი, როგორც საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივნის ყოველთვიური ხელფასი 850 ლარს შეადგენს. ხელზე 680 ლარს ვიღებ. აქედან ყოველთვიურად 100 ლარს ვრიცხავ ერთ-ერთი საქველმოქმედო ფონდის (სოლიდარობის ფონდის) ანგარიშზე (სიმბოლური დახმარებაა, მაგრამ მაინც); ბიზნესი არა მაქვს, არც მე და არც ჩემი ოჯახის არც ერთ წევრს. სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულიც არავინ მყავს ოჯახის წევრთა შორის. ჩემი შვილები არ სწავლობენ ძვირადღირებულ კერძო სკოლაში. საჯარო სკოლის- პირველი კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეები არიან. დამატებით შეკითხვებზე თავისუფლად გიპასუხებთ, რადგან დასამალი არაფერი მაქვს.

 

ამასწინათ კრედიტი დამჭირდა ერთ-ერთი ბანკიდან და არ მომცეს. ხელფასის მოცულობა არასაკმარისი აღმოჩნდა. არ ვიცი, ვისთვისაა პარტია გამდიდრების საშუალება... არც ის ვიცი, ვინ იღწის პოლიტიკაში ფულის საშოვნელად. მე ის გამოცდილება მაქვს, რომ პოლიტიკური მიზნებისათვის მხოლოდ გამიღია და არაფერი მომიპოვებია. სააკაშვილის დროსაც და დღესაც, სხვათა შორის", - წერს ირმა ინაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner