logo_geo
eng_logo
„Maroon 5“-ის კონცერტზე 30 ათასი ბილეთი გაიყიდა
- +

7 ივნისი. 2016. 11:21


კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის ინფორმაციით, „Maroon 5"-ის კონცერტისთვის 30 ათასი ბილეთი გაიყიდა. მისი თქმით, ბათუმში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ყველა სასტუმრო დაკავებულია. გიორგაძის თქმით, აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი მეწარმეობის და ბიზნესის განვითარებას.



 

„დიდი მოთხოვნაა ბათუმში ბინების დაქირავებაზე, პრაქტიკულად ყველა სასტუმრო  გადაჭედილია, როგორც დიდი, ისე საოჯახო სასტუმროები. ეს ხდება როგორც ბათუმში, ისე კვარიათში, გონიოში, ქობულეთში. ბუნებრივია, ერთმნიშვნელოვნად კარგია, რომ ამდენი ადამიანი ჩადის, ეს აისახება რეგიონის შემოსავლებზე", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner