logo_geo
eng_logo
ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე სამედიცინო ექსპერტები დაიკითხნენ
- +

7 ივნისი. 2016. 11:23


ვალერი გელაშვილის ცემის ორგანიზებაში ბრალდებულების ვანო მერაბიშვილის და ერეკლე კოდუას პროცესზე სასამართლო სამედიცინო ექსპერტები დაიკითხნენ. სამხარაულის ექსპერტმა ეკა ჩავლეიშვილმა ის დაზიანებები აღწერა, რომელიც სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, გელაშვილს აღენიშნებოდა. ექსპერტის განცხადებით, განმეორებითი კომისიური ექსპერტიზა პროკურატურის მოთხოვნით ჩატარდა, სადაც ლიტველი ექსპერტიც მონაწილეობდა. ამ დასკვნაში დაზიანებების ხარისხი განისაზღვრა და როგორც სიცოცხლისათვის საშიში, ისე შეფასდა. ექსპერტს, მერაბიშვილის ადვოკატმა 2005 წელს ჩატარებული ექსპერტიზა შეახსენა და ჰკითხა, მაშინ რატომ არ შეაფასა დაზიანებები სიცოცხლისათვის საშიშად.



მაშინ არც დისკები და არც სამედიცინო დოკუმენტები არ იყო წარმოდგენილი საკმარისად, რომ მსგავსი დასკვნა გამეკეთებინა. ახალი ექსპერტიზის დროს კი დამატებითი მასალები წარმოგვიდგინეს", -განაცხადა ჩავლეიშვილმა. ჩავლეიშვილის გარდა ის ექსპერტები დაიკითხნენ, რომლებიც სასამართლო სამედიცინო კომისიურ ექსპერტიზაში მონაწილეობდნენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner