logo_geo
eng_logo
ნინო გიორგობიანი: იტალიაში კახა კალაძეს დაბადების დღე არ გამორჩათ
- +

27 თებერვალი. 2016. 15:56


„სერია ა-ს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე, ტიტულოვან ქართველს დაბადების დღე საჯაროდ მიულოცეს!" - წერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრეს-სამსახურის უფროსი ნინო გიორგბიანი სოციალურ ქსელში.


თანამედროვე ქართული ფეხბურთის ყველაზე წარმატებული მოთამაშე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი კახა კალაძე დღეს 38 წლის გახდა. იტალიური „მილანისა" და „ჯენოას" ყოფილ მოთამაშეს იტალიაში კვლავ აფასებენ.


აპენინებზე არც მისი დაბადების დღე დაავიწყდათ, სერია ა-ს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე, ტიტულოვან ქართველს დაბადების დღე საჯაროდ მიულოცეს.


მილოცვის ტექსტში აღნიშნულია, რომ კალაძეს სერია ა-ში სულ 247 შეხვედრა აქვს გამართული, რომლებშიც ქართველმა უკანახაზელმა 13 გოლიც გაიტანა. კალაძე ერთადერთი ქართველია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო. მან ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ჯილდოს მოპოვება „მილანის" შემადგენლობაში, 2003 და 2007 წლებში შეძლო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner