logo_geo
eng_logo
ბესო დანელია: 26 მაისის სპეცოპერაციის დამკვეთები, მომმზადებლები და შემსრულებლები დასჯილები არ არიან!
- +

7 ივნისი. 2016. 11:25


პარტია „დემოკრატიული მოძრაობის" წევრი ბესარიონ დანელია 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე საუბრობს და აცხადებს, რომ დანაშაული ბოლომდე გამოძიებული არ არის.


როგორც დანელიამ გაზეთ „ახალ თაობასთან" საუბრისას განაცხადა, ვანო მერაბიშვილი 26 მაისის დარბევის გამო არ დაუკავებიათ და ეს ფაქტი მის საქმეში მხოლოდ ერთ-ერთი ეპიზოდია.


„26 მაისის სპეცოპერაციის დამკვეთები, მისი მომმზადებლები და შემსრულებლები დასჯილები არ არიან.

 

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის შესახებ დავით კოღუაშვილის განცხადებებს, ეს იმდენად უპასუხისმგებლო განცხადება იყო, რომ მის მაგივრად გიორგი კვირიკაშვილმა ლამის ბოდიში მოიხადა. საქართველოს პრემიერმა აღნიშნა, რომ ასეთი სულელური განცხადება მას არასდროს მოუსმენია.

 

ამ განცხადებით განსაკუთრებით გავღიზიანდით ის ხალხი, რომლებიც „ნაციონალური რეჟიმის" მსხვერპლი ვიყავით. ჩვენთვის ძალიან მძიმე მოსასმენია, როდესაც გვესაუბრებიან, რომ მერაბიშვილი, ადეიშვილი და უგულავა გარემოების მსხვერპლი არიან. ეს ის ხალხია, რომლებმაც ბოროტების რეჟიმის შექმნაში უდიდესი წვლილი შეიტანეს. ასეთი უპასუხისმგებლო და აბსურდული განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ „ოცნებაში" ჯერ კიდევ მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ კოაბიტირებენ „ნაციონალებთან", არამედ მათთან გარიგებული არიან.

 

ამ გარიგებებმა და აბსურდულმა განცხადებებმა მიგვიყვანა იმ პროცესებამდე, რომლებიც რამდენიმე დღის წინ სამეგრელოში, სოფელ კორცხელში ვიხილეთ. კორცხელის ინციდენტი დასტურია იმისა, რომ „ქართული ოცნება" გახდა „ნაციონალური მოძრაობა 2". ისინი ძველი ხელისუფლების მეთოდებით გაუსწორდნენ „ნაცმოძრაობის" ლიდერებს.

 

„ნაცმოძრაობის" ლიდერებს კი მათ მიერ ჩადენილი საქციელი ბუმერანგივით დაუბრუნდა უკან. ისინი „ქართული ოცნების" ზონდერჯგუფის მიერ გაილახნენ. „ნაციონალები" სწორედ ასე ექცეოდნენ თავიანთ ოპონენტებს. აქ აუცილებლად უნდა გავიხსენო ის ინციდენტი, რაც ჩვენს პარტიას სოფელ ხურვალეთში შეემთხვა. იქ წინასაარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად ჩავედით. „ნაციონალებმა" თავიანთი ზონდერები დაგვახვედრეს, რომლებმაც ქვები და ლოდები დაგვიშინეს. ასეთი დახვედრა ყველა იმ პარტიას აქვს გამოცდილი, რომელიც სააკაშვილის რეჟიმთან არ თანამშრომლობდა", - აცხადებს დანელია.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner