logo_geo
eng_logo
ივანე მაჭავარიანი: ხელფასები ეზრდება არა ბიუროკრატიას, არამედ მათ, ვინც სერვისების მიმწოდებლები არიან ჩვენი მოსახლეობისათვის
- +

2 ოქტომბერი. 2019. 00:37

„ხელფასები ეზრდება არა ბიუროკრატიას, არამედ მათ, ვინც სერვისების მიმწოდებლები არიან ჩვენი მოსახლეობისათვის“, - ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „SWOT ანალიზი ნიკა ლალიაშვილთან ერთად“ სტუმრობისას გააკეთა.

 

როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო ხელფასებს, პირველ რიგში, უზრდის მათ, ვისაც უშუალო შეხება აქვს მოსახლეობასთან - ესენი არიან სასწრაფოსა და სოფლის ექიმები, მასწავლებლები, პოლიციელები, მეხანძრე-მაშველები.

 

„ჩვენ სახელმწიფოს ვიყურებთ როგორც სერვისების მიმწოდებელს. სახელმწიფო უზრუნველყოფს საბაზისო განათლებას, მოსახლეობის ჯანდაცვასა და მათ უსაფრთხოებას. შესაბამისად, მათთვის ხელფასების ზრდა ნიშნავს არა ბიუროკრატიასა და ჩინოვნიკებზე მიმართულ თანხებს, არამედ იმ კატეგორიის მხარდაჭერას, რომლებიც ყოველდღიურად იცავენ ჩვენს უსაფრთხოებას, ზრუნავენ ჩვენს განათლებასა და ჯანდაცვაზე“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.  

 

როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო, ასევე, მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს, როგორებიც არიან პენსიონერები, 18 წლამდე ასაკის, I და II ჯგუფის შშმ პირები და მომავალ წელს მათთვისაც გაიზრდება პენსია.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner