ფოტო, რომელზეც თსუ-ს ლექტორი ლექციაზე სტუდენტის შვილს აძინებს, „ფეისბუქში" რამდენიმე საათში ინტერნეტჰიტად იქცა. სხვადასხვა გვერდზე ფოტოს 10 000-მდე მოწონება, 2 ათასამდე გაზიარება და ამდენივე კომენტარი აქვს.
ფოტოზე აღბეჭდილია უახლესი ქართული ლიტერატურის ლექტორი სოფო ძნელაძე, რომელიც თავისი სტუდენტის გოგონას აძინებს, სანამ პატარას დედიკო კოლოქვიუმს წერს.