logo_geo
eng_logo
ია მეტრეველი: ვეთანხმები თამაზ მეჭიაურის შეხედულებებს
- +

7 ივნისი. 2016. 11:27


დეპუტატ თამაზ მეჭიაურის მიერ დაფუძნებული პარტიის „ერთიანი საქართველოსთვის" საინიციატივო ჯგუფის წევრი ია მეტრეველი ამბობს, რომ იგი ეთანხმება იმ შეხედულებებს, რაზეც თამაზ მეჭიაურმა ისაუბრა. მეტრეველი აცხადებს, რომ იგი იბრძოლებს სამართლიანობის აღდგენისათვის.



რაც დღეს ბატონმა თამაზმა ისაუბრა და შეხედულებები გააცნო საზოგადოებას, მე ყველაფერს ვეთანხმები. ჩემი ამ პარტიაში შესვლის მთავარი განმაპირობებელი ის იყო, რომ არ მოხდა სამართლიანობის აღდგენა. მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ქართულმა ოცნებამ" ბევრი კარგი საქმე გააკეთა, მაგრამ არის საკითხები, რაშიც აღარ ვეთანხმები და პირველ რიგში, ეს არის სამართლიანობის აღდგენა. გადავწყვიტე, გავაგრძელო ბრძოლა, მეტი არაფერი დამრჩენია. რამდენი წელი ცხოვრებაც დამრჩა, მინდა, ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხს მოვახმარო, რასაც ისედაც ამდენი წელია, უკვე ვაკეთებ", - განაცხადა ია მეტრეველმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner