logo_geo
eng_logo
სოფიო ქაცარავა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
- +

2 ოქტომბერი. 2019. 12:02

 

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა 2-3 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით, პოლონეთს ეწვევა, სადაც ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

 

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება პანელი - „აღმოსავლეთ პარტნიორობა 10 წლის შემდეგ“, სადაც იმსჯელებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობაზე და იმ სარგებელზე, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ამ ინიციატივის ფარგლებში აქვთ.

 

სოფიო ქაცარავა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე, გამოწვევებსა და სამომავლო მოლოდინებზე ისაუბრებს.

 

„საქართველო, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში, ლიდერ ქვეყანას წარმოადგენს, რაც აღიარებულია ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიერ. ასეთი სახის ფორუმები გვაძლევს საშუალებას, რომ ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესსა და ჩვენ სამომავლო მოლოდინებზე, ასევე, მოვისმინოთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების ხედვები ამ საკითხებთან დაკავშირებით“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

 

ვარშავაში ვიზიტის ფარგლებში სოფიო ქაცარავა გამართავს ორმხრივ შეხვედრებს და ასევე შეხვდება პოლონეთში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner