„მინდა, მადლობა გადავუხადო დავით სერგეენკოს და მთელ გუნდს, ვინც C ჰეპატიტის მკურნალობის მიმართულებით მუშაობს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნული დაავადების მკურნალობის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია.
„პროგრამის დაწყებიდან დღემდე, მკურანლობის პროცესში 10 ათასამდე პაციენტია ჩართული; ასევე, ძალიან დადებითია, რომ განკურნებული ადამიანების მაჩვენებელი თანდათან მატულობს. მისასალმებელია, საქართველოში C ჰეპატიტი მთლიანად იქნას დაძლეული. თითქმის აბსოლუტური მაჩვენებელია მკურნალობის და მე ვფიქრობ, ეს მართლაც მნიშვნელოვანი სამუშაოს შედეგია", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.