logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილის მადლობა დავით სერგეენკოს
- +

7 ივნისი. 2016. 11:27


მინდა, მადლობა გადავუხადო დავით სერგეენკოს და მთელ გუნდს, ვინც C ჰეპატიტის მკურნალობის მიმართულებით მუშაობს", -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.



მთავრობის მეთაურის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნული დაავადების მკურნალობის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია.



პროგრამის დაწყებიდან დღემდე, მკურანლობის პროცესში 10 ათასამდე პაციენტია ჩართული;  ასევე, ძალიან დადებითია, რომ განკურნებული ადამიანების მაჩვენებელი თანდათან მატულობს.  მისასალმებელია,  საქართველოში C ჰეპატიტი მთლიანად იქნას დაძლეული. თითქმის აბსოლუტური მაჩვენებელია მკურნალობის და მე ვფიქრობ, ეს მართლაც მნიშვნელოვანი სამუშაოს შედეგია", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner