logo_geo
eng_logo
ე.წ. თერგის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის ჩასაქრობად 80-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს
- +

2 ოქტომბერი. 2019. 12:34

 

 

ვაგზლის მოედანზე, ე.წ. თერგის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარია. ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები. ამის შესახებ შსს საგანგებო სიტუაციების სამსახური განცხადებას ავრცელებს

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ  „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ე.წ. თერგის ბაზრობის ტერიტორიაზე  განთავსებულ სავაჭრო ჯიხურებში ხანძარი გაჩნდა.

 

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდნენ მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები, რომლებმაც ყველა შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო  ტექნიკის გამოყენებით, დაიწყეს ცეცხლის ქრობა. პარალელურად, ხდება დამატებითი სახანძრო-სამაშველო ჯგუფებისა და ტექნიკის მობილიზება. ამ დროისთვის, ადგილზე უკვე 80-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

 

პირველადი ინფორმაციით, ხანძარი სათამაშოების მაღაზიებს გაუჩნდა. შეინიშნება ღია ცეცხლი და ძლიერი დაკვამლიანება. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.

 

უსაფრთხოების მიზნით, მიღებულია ყველა საჭირო ზომა, ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია და პერიმეტრს იცავს საპატრულო პოლიცია.

 

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.

 

ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით, ჩატარდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები და დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner