logo_geo
eng_logo
ორი პირის განზრახ მკვლელობასა და ერთი პირის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

2 ოქტომბერი. 2019. 12:35

 

„მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი პირის განზრახ მკვლელობისთვის და სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, ერთი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის ბრალდებული დ.პ. დამნაშავედ ცნო“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

 

„სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 3 იანვარს, დაბა თიანეთში, დ.პ. წარსულში არსებული უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით, ო.შ.-ს და ვ.ო.-ს განზრახ მოკვლის მიზნით, ო.შ.-ს საცხოვრებელი სახლის ეზოში მივიდა და  დანით ვ.ო.-ს გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა, რის შედეგად ვ.ო. ადგილზე გარდაიცვალა. დ.პ.-მ ჩადენილი დანაშაულის დაფარვის და ვ.ო.-სთან სტუმრად მყოფი ო.შ.-ს მკვლელობის გაადვილების მიზნით, იქვე მყოფ ნ.ა-ს გადაჭრილი გლუვლულიანი სანადირო თოფიდან მხრის, ხოლო ო.შ.-ს სახის არეში ესროლა. მიყენებული დაზიანების შედეგად ო.შ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ.პ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

სამართალდამცველებმა დ.პ. 2019 წლის 7 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ორი პირის განზრახ მკვლელობა, სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით ერთი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დ.პ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად  20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner