logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: 4 წელიწადში იმდენ სამუშაოს შევასრულებთ, რაც გასული ათწლეულების განმავლობაში არ შესრულებულა
- +

7 ივნისი. 2016. 11:28


„4 წლის განმავლობაში ჩვენ ვაპირებთ იმდენი სამუშაოს შესრულებას, რამდენიც, ფაქტობრივად, გასული ათწლეულების განმავლობაში არ შესრულებულა საქართველოში. ეს არ არის გადაჭარბებული მოლოდინები, ეს არის აბსოლუტურად კონკრეტულ მაჩვენებელზე და კონკრეტულ პოტენციალზე დაყრდნობით გათვლილი გეგმა", - ამის შესახებ პრემიერ­ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.




ეს ითვალისწინებს როგორც მთავარი ინფრასტრუქტურული არტერიების განვითარებას და მშენებლობას, ასევე ტურისტულ, ინფრასტრუქტურასთან მისასვლელი გზების განვითარებას, რაც სრულიად ახალ სუნთქვას მიანიჭებს ჩვენს ტურისტულ სექტორს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში, როგორც ქალაქებში, ასევე სოფლად მცხოვრებ ადამიანებს გაუჩნდებათ უფრო მეტი შემოსავალი და მათ ექნებათ საშუალება, მიიღონ უფრო მეტი სტუმარი. ეს ნიშნავს უფრო მეტ დახარჯულ ფულს საქართველოში, ეს ნიშნავს უფრო მეტ მოთხოვნას ჩვენს აგრარულ პროდუქციაზე და არა მხოლოდ, ეს ნიშნავს მთლიანი შიდა პროდუქტის ძალიან მნიშვნელოვან ზრდას და მეტი ინვესტიციების მოზიდვას. ასევე, ჩვენ ვგეგმავთ, რომ მთა თუშეთის სტრატეგიული განვითარების პროექტი შევიმუშაოთ, რომელსაც გააჩნია მრავალმხრივი დანიშნულება, რა თქმა უნდა, როგორც უსაფრთხოების, ასევე ეთნო კულტურის შენარჩუნების, ტურიზმის განვითარების, სოციალური კუთხით იქ მაცხოვრებელი ადამიანებისთვის, რომლებიც ნამდვილად გმირები არიან, დღეს იქ რჩებიან და ინახავენ ამ ჩვენს ისტორიულ მიწა­წყალს. ჩვენი ვალია, ამ მხარეს განსაკუთრებულად მივხედოთ. მე არ ჩამოვთვლი სხვა პროექტებს, რომლებიც სტრატეგიული პროექტების სახით იქნება გამოყოფილი. კონკრეტულ პროექტს ეყოლება კონკრეტული მენეჯერი, მმართველი და პასუხისმგებელი ადამიანი. ამ გეგმას ჩვენ უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ. ნამდვილად დიდი შთაბეჭდილება დაგრჩებათ ყველა თქვენთაგანს იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე ამბიციური გეგმა, რაც კი ჩვენ უახლოესი წარსულის განმავლობაში გვინახავს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner