,,საქართველოს რკინიგზამ" ბათუმის მიმართულებით დამატებითი ელექტრომატარებლები დანიშნა.
„საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, გადაწყვეტილება, „Maroon5"-ის კონცერტზე დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობის და შესაბამისად მგზავრთა გაზრდილი ნაკადის გათვალისწინებით მიიღეს.
დამატებითი ელექტრომატარებლები მგზავრებს 6, 7 და 8 ივნისს მოემსახურებიან.
მატარებელთა მოძრაობის განრიგი შემდეგია:
თბილისი (გასვლა) 10:25 სთ - ბათუმი (ჩასვლა) 15:40 სთ.
ბათუმი (გასვლა) 16:35 სთ - თბილისი (ჩასვლა) 22:00 სთ.
თბილისი (გასვლა) 07:20 სთ - ბათუმი (ჩასვლა)12:35 სთ.
ბათუმი (გასვლა) 14:00 სთ - თბილისი (ჩასვლა) 19:10 სთ.