logo_geo
eng_logo
„Maroon 5“-ის კონცერტისთვის ,,საქართველოს რკინიგზამ“ დამატებითი ელექტრომატარებლები დანიშნა
- +

7 ივნისი. 2016. 11:29


,,საქართველოს რკინიგზამ" ბათუმის მიმართულებით დამატებითი ელექტრომატარებლები დანიშნა.


„საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, გადაწყვეტილება, „Maroon5"-ის კონცერტზე დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობის და შესაბამისად მგზავრთა გაზრდილი ნაკადის გათვალისწინებით მიიღეს.


დამატებითი ელექტრომატარებლები მგზავრებს 6, 7 და 8 ივნისს მოემსახურებიან.


მატარებელთა მოძრაობის განრიგი შემდეგია:


თბილისი (გასვლა) 10:25 სთ - ბათუმი (ჩასვლა) 15:40 სთ.


ბათუმი (გასვლა) 16:35 სთ - თბილისი (ჩასვლა) 22:00 სთ.


თბილისი (გასვლა) 07:20 სთ - ბათუმი (ჩასვლა)12:35 სთ.


ბათუმი (გასვლა) 14:00 სთ - თბილისი (ჩასვლა) 19:10 სთ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner