logo_geo
eng_logo
ნოდარ ჯავახიშვილი: საბჭოთა განათლების სისტემის მომხრე ვარ
- +

7 ივნისი. 2016. 11:31


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი საბჭოთა განათლების სისტემის მომხრეა. ამის შესახებ ნოდარ ჯავახიშვილმა PALITRANEWS-ზე, გადაცემა „360 გრადუსში" სტუმრობისას განაცხადა.

 

„საოცარ რამეს გეტყვით, ყოველ შემთხვევაში, საზოგადოება ჩემგან ალბათ არ მოელის. მომხრე ვარ დღესაც საბჭოთა განათლების სისტემისა, რომელიც რასაკვირველია არ არის რუსული, ეფუძნება დასავლურ ფასეულობებს. უბრალოდ, საბჭოთა განათლების სისტემას ჰქონდა ერთი ძალიან სერიოზული ნაკლი, ყველაფერი პარტიულზე და კლასობრივ ბრძოლაზე იყო აგებული. მე მიმაჩნია, რომ სკოლამ ბავშვს უნდა მისცეს ისეთი მრავალმხრივი განათლება, როგორსაც იძლეოდა საბჭოთა სისტემა, როდესაც კარგად გასწავლიდნენ გეოგრაფიასაც, ისტორიასაც, ლიტერატურასაც", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner