logo_geo
eng_logo
11 ოქტომბერს ვახტანგ ბარდაველიძის ნამუშევრების გამოფენა „სივრცედ ქმნილი ფერი“ გაიმართება
- +

2 ოქტომბერი. 2019. 16:28

 

11 ოქტომბერს, 18:00-ზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მხატვრის, ვახტანგ ბარდაველიძის ნამუშევრების გამოფენის „სივრცედ ქმნილი ფერი“ გახსნას უმასპინძლებს.

 

ვახტანგ ბარდაველიძის 50-ზე მეტი ნამუშევარი, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში პირველად გამოიფინება. მისი ნახატებითა და სკულპტურებით, ძირითადად, ამერიკელი და დასავლეთ ევროპელი კოლექციონერები იყვნენ დაინტერესებულები და ბევრი მათგანის კოლექცია ვახტანგ ბარდაველიძის ნამუშევრებსაც მოიცავს. საქართველოში კი, ამ დრომდე, მხოლოდ ვიწრო წრეში იყო ცნობილი.

 

ვახტანგ ბარდაველიძე, ალბათ, ერთადერთი მხატვარია, რომლის კატალოგი და ვებ-გვერდი არ არსებობს. ხატვის სპეციფიკური ტექნიკის გამო, ფოტო და ვიდეოკამერა ვერ გადმოსცემს მისი ნახატების სრულ არსს. ამიტომ, ხელოვნებათმცოდნეები ამბობენ, რომ ვახტანგ ბარდაველიძის ნამუშევრების აღსაქმელად, აუცილებელია გალერეაში მისვლა და ახლოდან ნახვა.

 

ნებისმიერ მსურველს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ვახტანგ ბარდაველიძის ნამუშევრების დათვალიერება 11-დან 18 ოქტომბრის ჩათვლით, 10:00-დან 19:00-მდე შეეძლება.

 

დასწრება თავისუფალია.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner