logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა „აუდიტორია 115“-ის წევრებს დღეს შეხვდება
- +

7 ივნისი. 2016. 11:32


განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა „აუდიტორია 115"-ის წევრებს დღეს შეხვდება.


„მგონია, რომ ძალიან ხშირად ვიქნები სტუმრად სტუდენტებთან. ჩემი პირდაპირი მოვალეობის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ ამ ხალხთან სულ ვიმუშაო და არა მარტო მაშინ, როდესაც კრიზისია ან სირთულე", - განაცხადა ჯეჯელავამ.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, გამომდინარე იქიდან, რომ მისთვის ეს პირველი შეხვედრაა „აუდიტორია 115"-ის წევრებთან, აპირებს, უფრო მოუსმინოს მათ, ვიდრე ისაუბროს.


„მოსმენა აკლია ხოლმე ჩვენს რეალობაში მოლაპარაკებას და სტუმრობას. ამიტომ,  მთავარი გეგმა მაინც არის, მოვისმინო. მე ვაპირებ განვაახლო ის შეთავაზება, რაც პრემიერმა გააჟღერა თავის დროზე, რომ შეიქმნას მუდმივმოქმედი პლატფორმა, სადაც ჩვენ შევძლებთ ყველა მხარე ჩავრთოთ და ერთად გადავწყვიტოთ პრობლემები", - განაცხადა მინისტრმა.


როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ აღნიშნა, ის გეგმავს თვითმმართველობასთანაც შეხვედრას.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner