logo_geo
eng_logo
არჩილ გამზარდია: ხიდაშელის გადადგომა მისი მხრიდან დადებითი ჟესტი იქნებოდა!
- +

27 თებერვალი. 2016. 16:08


„გამოძიების დაწყება მისასალმებელია", - აცხადებს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია პროკურატურის მიერ საგარეჯოს არჩევნების საქმეზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით. მისი თქმით,  როდესაც არსებობს კითხვები და ამ დროს სახელმწიფო ცდილობს, საკითხი შეისწავლოს, მისასალმებელია.


„შესაძლოა, გარკვეული უფლებებით მანიპულირება ხდებოდა, მაგრამ არ მგონია, რომ საგარეჯოში არჩევნები გაყალბდა. რაც არ იყო აკრძალული, შეიძლება, ის იყო გამოყენებული. რაც შეეხება იმას, უნდა შეიჩეროს თუ არა თავდაცვის მინისტრმა უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე, ამის ვალდებულება მას არ გააჩნია, თუმცა ამ ნაბიჯის გადადგმა და გარკვეული პასუხისმგებლობის აღება ძიების დასრულებამდე, მისი მხრიდან დადებითი ჟესტი იქნებოდა", - განუცხადა „რეპორტიორს" ანალიტიკოსმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner