ავტორი ალა გრიგალაშვილი
„გამოძიების დაწყება მისასალმებელია", - აცხადებს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია პროკურატურის მიერ საგარეჯოს არჩევნების საქმეზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, როდესაც არსებობს კითხვები და ამ დროს სახელმწიფო ცდილობს, საკითხი შეისწავლოს, მისასალმებელია.
„შესაძლოა, გარკვეული უფლებებით მანიპულირება ხდებოდა, მაგრამ არ მგონია, რომ საგარეჯოში არჩევნები გაყალბდა. რაც არ იყო აკრძალული, შეიძლება, ის იყო გამოყენებული. რაც შეეხება იმას, უნდა შეიჩეროს თუ არა თავდაცვის მინისტრმა უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე, ამის ვალდებულება მას არ გააჩნია, თუმცა ამ ნაბიჯის გადადგმა და გარკვეული პასუხისმგებლობის აღება ძიების დასრულებამდე, მისი მხრიდან დადებითი ჟესტი იქნებოდა", - განუცხადა „რეპორტიორს" ანალიტიკოსმა.