logo_geo
eng_logo
გია ჯაჯანიძე: ამ სახლმა თვითონ „დამიძახა“
- +

7 ივნისი. 2016. 11:36


„სხვა რაკურსის" წამყვანი გია ჯაჯანიძე „თბილისელებთან" ინტერვიუში საუბრობს საჩუქარზე, რომელიც მისმა მეგობარმა გაუკეთა.

 

„ასეთი დიდი და ძვირადღირებული სახლის ყიდვას ნამდვილად ვერ შევძლებდი. მაგრამ ერთ დღეს მეგობარმა, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს, წარმატებული ბიზნესი აქვს და იცოდა ჩემი ოცნების შესახებ, მითხრა, რომ ჩემთვის სახლის ყიდვას აპირებდა და სახლი მომეძებნა", - ამბობს გია ჯაჯანიძე.


წამყვანი ამბობს, რომ სახლში იქნება ერთი აზიური ოთახი, რომელსაც მისთვის დიდი დატვირთვა აქვს. ჯაჯანიძე ასევე ამბობს, რომ მის ეზოში იქნება ძალიან ბევრი ყვავილი.

 

„ოთხი თვის განმავლობაში გამალებული ვეძებდი სახლს. დღეში სამ სახლს მაინც ვნახულობდი. მოვიარე თბილისის მიმდებარე ტერიტორიები, ოქროყანა, წყნეთი... ამ სახლმა თვითონ „დამიძახა".

 

ეზო მაქვს დასამთავრებელი და პირველ სართულზეა ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოები. აქ იქნება აზიური ოთახი, რომელსაც თავისი დატვირთვა აქვს ჩემთვის. მეორე სართულზე - სასტუმრო ოთახი, სამზარეულო, აბაზანა და ჰოლია; მესამე სართულზე კი - სამი საძინებელი და კაბინეტი. ფართი არ მკითხოთ, რამდენია. ასეთ საკითხებში ვერ ვერკვევი...

 

ამ სახლს უკეთდება ლიფტი, რომლითაც შესაძლებელია ასვლა სახლის სახურავზე, სადაც იდეაში, აუზი უნდა იყოს. თუმცა, მას ფუნქციას შევუცვლი და ბაღს გავაკეთებ. რომ წარმოვიდგენ, მძინავს სახლში, რომელსაც სახურავზე წყლით სავსე „ბასეინი" აქვს, შიშით გული გამისკდება. ეზოში „ბასეინი" არაა და არც ვდარდობ. რად მინდა „ბასეინი", აგერ მტკვრის პირას ვარ დაბანაკებული, თუმცა, ჭყუმპალაობის დიდი მოყვარული არ ვარ. „ბასეინი" მიყვარს სხვის ეზოში. სამაგიეროდ, ნახეთ, რა კაკლის ხე მაქვს, როგორ ასხია და როგორი ბოსტანია. სამი კვირაა, არც მწვანილი გვიყიდია და არც ბოსტნეული. დედაჩემმა გული იჯერა, ყველაფერი დარგო და დათესა, რისი დარგვაც შეიძლებოდა. ამ ბოსტნით დედაჩემი ისეთი ბედნიერია, მე ეს მაბედნიერებს. ჩემს ეზოში იქნება ბევრი ყვავილი, ვარდები და კიდევ ძალიან მინდა, ეზოში დადიოდეს სირაქლემა..." - ამბობს ჯაჯანიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner